მეჭიაური ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მადლობას უხდის

1196

“უზარმაზარ მადლობას ვუხდი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, საერთოდ ჭკვიანი ხალხია, – ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. მეჭიაურის კომენტარს “პირველი რადიო” ავრცელებს.

“უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა სიმპატია და მექნება. რაღაც საკითხებში, დავუშვათ, ნატო-ში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, დამიტოვოს ყველამ უფლება, მქონდეს ჩემი პოზიცია და მათ – თავისი, მაგრამ პიროვნება მე არასდროს დამიჩაგრავს თავისი მსოფლმხედველების გამო და არც მათთან მეგობრობაზე მითქვამს უარი”, – განაცხადა მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებითაც ის თიანეთის მერი ხდება, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

წყარო: პირველი რადიო