საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო

722

არჩევნების დასრულების შემდეგ საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო: ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კომისიებში 500-მდე საჩივარია შესული. მათი ნაწილი ხმების შეჯამებასა და უბნის დახურვას უკავშირდება, ნაწილი კი კენჭისყრის პროცედურებს.

საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა საჩივრების განხილვა ფოთის #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სხდომაზე ჯამში 6 საჩივარი განიხილეს, 2 კი განუხილველი დატოვეს. ხმაური კომისიის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა 4 ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა 31-ე უბნის შედეგების გაბათილების შესახებ.

დაძაბულ რეჟიმში წარიმართა საჩივრების განხილვის პროცესი მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც.  სხდომის დაწყებისთანავე კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდანმარნეულის ოლქის შედეგების მთლიანად გაუქმება მოითხოვა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. ჯამში, მარნეულის საოლქო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მომზადებული 32 საჩივარი განიხილა.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ სამართლიანი არჩევნების 5 საჩივარი დააკმაყოფილა და პროცედურული დარღვევების გამო, სხვადასხვა უბნის კომისიის წევრებს შენიშვნები და გაფრთხილებები მიეცათ. თუმცა იმის გამო, რომ ბათუმის საოლქო სასამართლომ მიღებული 19 საჩივრიდან 9 განუხილველი დატოვა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში გეგმავს დავის გაგრძელებას.

ქუთაისის საოლქო კომისია 33 საჩივარს განიხილავს. კანონის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება ორი დღის ვადაშია შესაძლებელი.

წყარო: 1ტვ