ქ. ჯვარის მოსახლეობას წლის ბოლოდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24-საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ქ. ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება. პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)...
ტურისტული სეზონის უკეთ დასახვედრად ყვარლის მუნიციპალიტეტის ძირითადი გზების, გზისპირებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება-მოწესრიგება იწყება. ამის შესახებ  ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი შეხვდა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა სამეურნეო სავარგულები განთავსებულია მუნიციპალიტეტის ძირითადი გზების და ტურისტული ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე. "შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიების დასუფთავება-მოწესრიგება მოხდება მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალებით, მერიის კუთვნილებაში არსებული ტექნიკის დახმარებით. აღნიშნული...
ქუთაისის მერიამ ავტოპარკის გაყიდვაზე ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას უპასუხა. "ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაა შეძენილი და მათ მიერვეა გაფუჭებული", - ამბობენ ქუთაისის მერიაში. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მერიაში ადასტურებენ, რომ ავტომობილების შენახვა მერიას ძვირი უჯდება, თუმცა განმარტავენ, რომ მათ პირობებში ხარჯები შემცირებულია. "ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების" დროსაა ნაყიდი და...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების ახალი პლატფორმის – www.DataLab.ge პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულების საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ბაზების გაცნობა და გამოყენება ამიერიდან საზოგადოებას ონლაინრეჟიმში შეეძლება. ბაზები საჯარო პოლიტიკისა და ფინანსების საკითხებს მოიცავს. ღონისძიებას საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პლატფორმა შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის...
წინა სტატია ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვლავ დაპირისპირებით დასრულდა. სხდომაზე მერიის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, შედეგად კი ბორჯომის მერიის თანამშრომლები კვლავ ხელფასის გარეშე დარჩნენ. დღევანდელ სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი "ქართული ოცნების" დეპუტატებიც შეუერთდნენ, რომლებიც ნოემბრის შემდეგ არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. თუმც,ა უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის დღის წესრიგით დაგეგმილი საკითხების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების...
საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ქედა მეორეა, სადაც მოქალაქეებს პეტიციების წარდგენა ონლაინ შეუძლიათ. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. ამასთან, ქედა აჭარის რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მოქალაქეებს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენა შეუძლიათ. სერვისი ადგილობრივებისთვის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. https://www.youtube.com/watch?v=SB1qX74zX1I&feature=youtu.be
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება. უგულავას ბრალად ედებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, მერი მშენებლობის დეტალებს გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი ფირმის "T.G. Junior “-ის წარმომადგენელს ბოლო მითითებებიც მისცა. მერიის ინფორმაციით, მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ფართის შიდაკოსმეტიკური და ფასადური სამუშაოები, დასრულებულია იატაკის, კედლების და ელეტროგაყვანილობის სამუშაოები, გაკეთდა სველი წერილები, ჩასმულია კარ-ფანჯრები. "ცენტრი მდებარეობს ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკის ადგილზე....
წინა სტატია ოცნების დეპუტატები ბორჯომის საკრებულოს სხდომას შეუერთდნენ. ისინი აქამდე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ და ნოემბრის შემდეგ არცერთ სხდომას არ დასწრებიან. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. დაუმტკიცებს თუ არა უმრავლესობაში მყოფი ოპოზიცია მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას, დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა. დღის წესრიგით 30 საკითხია გნსახილველი და აქედან ერთ-ერთი სწორედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თაბამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო...
ადიგენში, სოფელ არალში სარწყავი მილი, რომელიც 150 ჰექტარს ასარწყავიანებს, მესამე წელია დაზიანებულია. სისტემა სოფელს ათი წლის წინ „ბი–პიმ“ გაუკეთა, ამიტომ ადიგილობრივები დახმარებას მერიასთან ერთად „ბი–პი–საც“ სთხოვენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სოფელ არალში, მცხოვრები ბეჟან კაჭკაჭაშვილი 40 მეასედზე კარტოფილის ნაცვლად მეორე წელია შვრიას და ქერს თესავს. ფართობი, როგორც თავად ამბობს, ბოლო სამი წელია აღარ ირწყვება: „აღარაფერი მოდიოდა და ისეთი რაღაცა დავთესე,...
ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში იანვარში თანამშრომლებს ანაზღაურება არ მიუღიათ. მათ მხოლოდ თებერვლის თვის ხელფასი დაერიცხათ. ამის შესახებ "ლაივპრესი" წერს. ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის თქმით, ხელშეკრულებები ამ პერიოდში არცერთ მათგანთან გაფორმებული არ ყოფილა, თუმცა იანვარში ისინი ჩვეულებრივად მუშაობდნენ. წითლიძე ამბობს, რომ თანამშრომლებისგან განსხვავებით ხელფასი აიღო ბიბლიოთეკის დირექტორმა და ადმინისტრაციამ, რაც დანარჩენ თანამშრომლებს დაუმალეს. წითლიძის ცნობით, თებერვალში თანამშრომლებმა თანამდებობრივი სარგო არასრულად მიიღეს. საკრებულოს წევრი ბიბლიოთეკაში რამდენიმე...
გართობის და დასვენებისთვის ხაშურს სულ მალე ახალი სივრცე შეემატება. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, "ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა, რომელიც ლიტვის საელჩოს ინიციატივითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით შეიქმნება".  
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის შიდა გზაზე (სკოლისა და "ოხერას" ეკლესიის მიმართულებით) ასფალტო -ბეტონის საფარი მოეწყობა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საქართველოში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწერიგებაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ. საქართველოს ყველა რეგიონში ცვლილება მიმდინარე წლის მარტიდან შევა ძალაში. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სკოლების გარემონტების თუ აშენების საკითხს სამინისტროს ნაცვლად კონკრეტული მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს. ცვლილების მიხედვით, მოხდება ტენდერების გამოცხადება, სადაც მითითებული იქნება თუ რა ტიპის რეაბილიტაცია ან სამუშაოები სჭირდება საჯარო სკოლას, ხოლო მშენებლობის თანხებს სამინისტრო გამოყოფს. განათლების და მეცნიერების...
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვის ინიციატივით მიმართავს. გია უკლებას თქმით, ქუთაისის მერიის ავტოპარკში 70 ავტომობილია. მათ შორის 6 ავტომობილი მაღალი გამავლობისაა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. უკლებას ინფორმაციით, მერიის ავტოპარკის ტექნიკური შეკეთების მომსახურეობის და საწვავის ხარჯი წელიწადში 448 000 ლარია. ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერს და მის მოადგილეებს მიმართავენ, რომ ეს თანხა გაჭირვებულ ადამიანებზე გადანაწილდეს, რადგან სოციალური პრობლემები ქალაქში წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის...
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, #39 საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, დაზიანებული სახურავის შეკეთების თხოვნით, რუსთავის მერიას ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებმა ოჯახებმა მიმართეს. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ შენობის სახურავი დღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ, გიორგი გოროზიასთან ერთად დაათვალიერეს და აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. "რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ