ქუთაისის მერიამ ავტოპარკის გაყიდვაზე ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას უპასუხა. “ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროსაა შეძენილი და მათ მიერვეა გაფუჭებული”, – ამბობენ ქუთაისის მერიაში. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მერიაში ადასტურებენ, რომ ავტომობილების შენახვა მერიას ძვირი უჯდება, თუმცა განმარტავენ, რომ მათ პირობებში ხარჯები შემცირებულია.
“ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ “ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების” დროსაა ნაყიდი და მათ მიერვეა გაფუჭებული. დღეს ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. ის ავტომობილები, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება, ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს და გაყიდის. ჩვენ ვცდილობთ, ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის მერიას დღეს ავტოპარკის გაყიდვა და საკუთარი ავტომობილებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისკენ მოუწოდა.