რუსთავში, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

685

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, #39 საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, დაზიანებული სახურავის შეკეთების თხოვნით, რუსთავის მერიას ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებმა ოჯახებმა მიმართეს.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ შენობის სახურავი დღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ, გიორგი გოროზიასთან ერთად დაათვალიერეს და აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს.

“რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად გამოცხადდება ტენდერი”,-წერია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.