ქალაქ ჯვრის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

1195

ქ. ჯვარის მოსახლეობას წლის ბოლოდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24-საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას.

ქ. ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.
პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.  სამუშაოებს აზერბაიჯანულ კომპანია “Aშ Iნსჰაატ-N“-ი ასრულებს,  რომელსაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.