1 მარტიდან სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტებს დაეკისრებათ

724

საქართველოში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწერიგებაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ.
საქართველოს ყველა რეგიონში ცვლილება მიმდინარე წლის მარტიდან შევა ძალაში. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სკოლების გარემონტების თუ აშენების საკითხს სამინისტროს ნაცვლად კონკრეტული მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს.

ცვლილების მიხედვით, მოხდება ტენდერების გამოცხადება, სადაც მითითებული იქნება თუ რა ტიპის რეაბილიტაცია ან სამუშაოები სჭირდება საჯარო სკოლას, ხოლო მშენებლობის თანხებს სამინისტრო გამოყოფს. განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვარიანტი საბოლოო არ არის.