როგორი იქნება ხაშურის ახალი რეკრეაციული სივრცე (ფოტოები)

587

გართობის და დასვენებისთვის ხაშურს სულ მალე ახალი სივრცე შეემატება. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, “ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა, რომელიც ლიტვის საელჩოს ინიციატივითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით შეიქმნება”.