ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვის ინიციატივით მიმართავს

718

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვის ინიციატივით მიმართავს. გია უკლებას თქმით, ქუთაისის მერიის ავტოპარკში 70 ავტომობილია. მათ შორის 6 ავტომობილი მაღალი გამავლობისაა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

უკლებას ინფორმაციით, მერიის ავტოპარკის ტექნიკური შეკეთების მომსახურეობის და საწვავის ხარჯი წელიწადში 448 000 ლარია.

ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერს და მის მოადგილეებს მიმართავენ, რომ ეს თანხა გაჭირვებულ ადამიანებზე გადანაწილდეს, რადგან სოციალური პრობლემები ქალაქში წლიდან წლამდე იზრდება.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.