ქუთაისის "მადლიერების სახლში", 121 ბენეფიციარისთვის სადილი , შესაძლოა, აღარ მომზადდეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სოციალურმა სააგენტომ გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მათ უფასო სადილი არ ეკუთვნით, რადგან მათი სარეიტინგო ქულები 65 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, მათ ბენეფიციარები უფასო სადილით მოსარგებლეთა სიიდან ჯერჯერობით არ ამოუღიათ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და თუ აღმოვაჩენთ, რომ ქულები აჭარბებს დადგენილ ზღვარს, მაგრამ...
ქუთაისის მერიამ კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. უწყების ცნობით, ქუთაისი საქართველოს პირველი ქალაქი გახდა, სადაც კორუფციას ადგილობრივ სპეციფიკაზე მორგებული ინოვაციური მეთოდით გაუმკლავდებიან.
ქუთაისის მერიის ცნობით, ანტიკორუფციული საქმიანობა წარიმართება ინოვაციური მოდელის - Islands of Integrity - გამოყენებით, რომლის შემუშავებაშიც ქალაქს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება.
ანტიკორუფციული მეთოდოლოგია Islands of Integrity განკუთვნილია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებისათვის და მიზნად ისახავს პოლიტიკასა და...
ქუთაისის საკრებულომ დაამტკიცა ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის პროექტებს მერია 100%-ით დააფინანსებს.
დღემდე მოსახლეობა ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხის 10%-ს იხდიდა. ამიერიდან პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში გაწერილ ყველა სამუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად დააფინანსებს. მოსახლეობას მხოლოდ ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება.
აღნიშნული საკითხი ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიასა და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარის რწმუნებული ლევან შონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მუნიციპალიტეტების მერებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ.
ლევან შონიამ აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ჩაატარებს და ამ მიმართულებით სააგენტო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც კოორდინირებულად იმუშავებენ.
„ქვეყნის...
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საზოგადოებას 100 დღის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.
მერმა მისი არჩევიდან 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. განიხილა თვითმმართველობაში გატარებული სისტემური ცვლილებები, რაც მერიის საქმიანობის ეფექტურობის ზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება.
ლაშა კომახიძემ აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის 20 ყველაზე მინიშვნელოვან შედეგზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს საკიხებია:
• ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021...
თბილისში, მთაწმინდის რაიონის სოციალურად დაუცველთა სასადილოს თანამშრომელი, გაყინულ ხორცპროდუქტს ასფალტზე აცალკევებდა. ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კონტრაქტორ კომპანიას სავარაუდოდ, დააჯარიმებენ.
https://www.youtube.com/watch?v=DSguM7Z_luU&feature=youtu.be
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძე საკრებულოს წევრის თემურ გორგაძის დაკავებას გამოეხმაურა. "ვისაც რამე გადაცდომა ექნება, იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის", - თქვა თბილისის მერმა.
"შეფასება ძალიან მარტივია, ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ჩვენ ვართ ყველა თანასწორები. მე რა თქმა უნდა უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც რაიმე გადაცდომა ექნება იმ ადამიანების...
"ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი სტუდენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს - "შენი იდეა ღია პარლამენტისთვის". ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრასა და ახალი კანონების მიღებაში.
პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
როგორ უნდა მიიღონ ახალგაზრდებმა კონკურსში მონაწილეობა და რატომ არის მათი მონაწილეობა მსგავს საკითხებში მნიშვნელოვანი, ამაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი...
წინა სტატია
არის თუ არა ლეგიტიმური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გამართული საკრებულოს ის სხდომა, რომელზეც ხმათა უმრავლესობით მერიაში ხელფასების მატება დაამტკიცეს.
როგორ განვითარდა მოვლენები ბორჯომში - ქრონოლოგია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 თებერვალს სხდომა ორჯერ გაიმართა. პირველი 12:00 საათზე, მეორე კი - დაახლოებით 18:30 საათზე.
პირველ სხდომას 26 დეპუტატი ესწრებოდა - 15 ოპოზიციიდან და 11 „ქართული ოცნებიდან“. დეპუტატებმა 30 საკითხი...
წინა სტატია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. მისი ბრალი თაღლითობით დაკვალიფიცირდა. ინფორმაციას “პირველი არხი“ ავრცელებს.
დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ქუმსიაშვილის განცხადებით, მათთვის გაუგებარია, თუ რას უკავშირდება მუხლის გადაკვალიფიცირება, რადგან ის თავდაპირველად ქრთამის აღების მუხლით დააკავეს, ხოლო ბრალის წარდგენა თაღლითობის მუხლით მოხდა.
ადვოკატის ინფორმაციით, თემურ გორგაძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმის მასალების მიხედვით, კონკრეტულად...
საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის ფარგლებში 18-დან 35 წლის ჩათვლით მამაკაცებს და 40 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ მოიპოვონ თანადაფინანსება პროექტის საერთო ღირებულების 40%-ის ოდენობით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს. ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება არ უნდა იყოს 10 ათას ლარზე ნაკლები.
პროგრამის ფარგლებში...
გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღეს საკრებულოს თანამდებობის პირების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა სატელეფონო ლიმიტებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
როგორც გაირკვა, სატელეფონო მომსახურება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს 15ლარით აუნაზღაურდება, მდივან-რეფერატს - 10 ლარით, ვიზიტორთა რეგისტრატორს - 10 ლარით, ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების მენეჯერს - 15 ლარით.
სატელეფონო ლიმიტი ექნება საკრებულოს მანქანების მრეცხავსაც. მას ყოველთვიურად 10 ლარის ლიმიტი დაუდგინეს.
"მოზაიკის" ინფორმაციით,...
წინა სტატია
ბორჯომში საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" აქცია, რომელშიც ბორჯომის მერი და მისი თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ დასრულდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ შემდეგი მოთხოვნა დააყენეს: საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და სადავო საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განიხლვა.
აქციის დასრულებიდან მალევე, ქალაქი შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფმა დატოვა. საკრებულესთან აღარც პოლიციელები არიან მობილიზებულები.
დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28...
სტეფანწმინდაში სატვირთო მანქანების ავტოსადგომი მოეწყობა. ამისთვის ინვესტორს 69 762 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცემა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი აუქციონი გამოაცხადა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
საწყისი წლიური საიჯარო გადასახადი 21 ათასი ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ არანაკლებ 700 სატვირთო მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს, ამისთვის კი სულ მცირე 600 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ინფრასტრუქტურა უნდა მოიცავდეს გარე განათებას, ავტოსადგომის თანამშრომელთა სამუშაო და მოსასვენებელ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეგობრობის, კავკასიონის, ახალგაზარდობის, ფალიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე რვა კილომეტრამდე სანიაღვრე არხის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „LMC” ახორციელებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ღირებულება 800 000 ლარია
"ქალაქში გამავალი სანიაღვრე არხები პრობლემას ქმნიდა, დაზიანებულ მაგისტრალში არსებული წყალი კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს და ეზოებს აზიანებდა. უახლოეს პერიოდში...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული N4 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია 2017 წლის 14 ივნისს დაიწყო. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით.
საბავშვო ბაღის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსი თემურ მოქია, განათლებისა და გენდერული განყოფილების უფროსი მარინა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































