შენი იდეა ღია პარლამენტისთვის – სტუდენტებისთვის ახალი კონკურსი იწყება

911

“ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი სტუდენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს – “შენი იდეა ღია პარლამენტისთვის”. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრასა და ახალი კანონების მიღებაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

როგორ უნდა მიიღონ ახალგაზრდებმა კონკურსში მონაწილეობა და რატომ არის მათი მონაწილეობა მსგავს საკითხებში მნიშვნელოვანი, ამაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუჭავა “იმედის დილაში” საუბრობენ.