კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრის დაკავებაზე განცხადება გააკეთა

678

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძე საკრებულოს წევრის თემურ გორგაძის დაკავებას გამოეხმაურა. “ვისაც რამე გადაცდომა ექნება, იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის”, – თქვა თბილისის მერმა.

“შეფასება ძალიან მარტივია, ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ჩვენ ვართ ყველა თანასწორები. მე რა თქმა უნდა უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც რაიმე გადაცდომა ექნება იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის”, – განაცხადა მერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თემურ გორგაძეს ბრალი ოფიციალურად თაღლითობისთვის წარედგინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.