ქუთაისის “მადლიერების სახლში”, 121 ბენეფიციარისთვის სადილი , შესაძლოა, აღარ მომზადდეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სოციალურმა სააგენტომ გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მათ უფასო სადილი არ ეკუთვნით, რადგან მათი სარეიტინგო ქულები 65 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, მათ ბენეფიციარები უფასო სადილით მოსარგებლეთა სიიდან ჯერჯერობით არ ამოუღიათ.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და თუ აღმოვაჩენთ, რომ ქულები აჭარბებს დადგენილ ზღვარს, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მაინც საჭიროებენ უფასო სადილს, მაშინ შევცვლით კრიტერიუმებს”, – განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვლათვაძემ.