ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული N4 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი 100 ბავშვზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია 2017 წლის 14 ივნისს დაიწყო. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით.
საბავშვო ბაღის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსი თემურ მოქია, განათლებისა და გენდერული განყოფილების უფროსი მარინა ჯაფარიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, ასევე ა .(ა) .ი .პ სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია დაესწრნენ.
სამუშაოები სამშენებლო კომპანია შპს „შანსი 2010“- მა განახორციელა. პროექტის ღირებულება 520 462 ლარს შეადგენს.