ქუთაისის საკრებულომ დაამტკიცა ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის პროექტებს მერია 100%-ით დააფინანსებს.
დღემდე მოსახლეობა ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხის 10%-ს იხდიდა. ამიერიდან პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში გაწერილ ყველა სამუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად დააფინანსებს. მოსახლეობას მხოლოდ ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება.
აღნიშნული საკითხი ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.