გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღეს საკრებულოს თანამდებობის პირების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა სატელეფონო ლიმიტებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
როგორც გაირკვა, სატელეფონო მომსახურება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს 15ლარით აუნაზღაურდება, მდივან-რეფერატს – 10 ლარით, ვიზიტორთა რეგისტრატორს – 10 ლარით, ინფორმაციული და ტექნიკური საშუალებების მენეჯერს – 15 ლარით.
სატელეფონო ლიმიტი ექნება საკრებულოს მანქანების მრეცხავსაც. მას ყოველთვიურად 10 ლარის ლიმიტი დაუდგინეს.
“მოზაიკის” ინფორმაციით, პროექტს საკრებულო უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.