ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეგობრობის, კავკასიონის, ახალგაზარდობის, ფალიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე რვა კილომეტრამდე სანიაღვრე არხის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „LMC” ახორციელებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ღირებულება 800 000 ლარია
“ქალაქში გამავალი სანიაღვრე არხები პრობლემას ქმნიდა, დაზიანებულ მაგისტრალში არსებული წყალი კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს და ეზოებს აზიანებდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 000 ლარს შეადგენს”,- თქვეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.