Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვენ. "არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის", - წერია პეტიციაში. პეტიციას ჯერ მხოლოდ 1244 ხელმოწერა აქვს. არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის...
დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობაზე და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ თემას დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, დღითიდღე მოიკლებს დასაჯარიმებელი ობიექტების რიცხვი და გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის მაჩვენებელი. სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაათმაგდა და 30...
დედაქალაქის მერი კალა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, სტრიტ-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება ქალაქის გასალამაზებლად გამოიყენოს.ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "როგორც იცით, სტრიტ-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მივცემთ ჩვენს ქალაქსაც და ახალგაზრდებსაც შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ უსახური კედლები, ხიდები და გადასასვლელები გალამაზდეს და მეორე მხრივ ახალგაზრდობამ ხელოვნებაში...
მთავრობის სხდომა თბილისის მერიაში წუთიერი დუმილიათ დაიწყო. არჩილ ტატუნაშვილი ოჯახს მის ახლოbლებს, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა კახა კალაძემ, რის შემდეგაც განცხადება გააკეთა სიტი პარკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე. "როგორც იცით, 10 აპრილიდან პარკირების სისტემის მართვას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს კეთილისინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების...
2018 წლის სექტემბრიდან მთავრობა ინტერნეტის ინსტალაციის ვაუჩერების გაცემას იწყებს. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ კოორდინატორმა თორნიკე ჯობავამ თქვა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. პროგრამა ორ სამიზნე ჯგუფზე გავრცელდება: ადგილობრივ მეწარმეები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. როგორც თორნიკე ჯობავა ამბობს, ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 60 000-ია. ჯობავას თქმით, მომხმარებლები ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველა ინტერნეტსერვის პროვაიდერი, ვისაც სურვილი აქვს პროგრამაში...
მესხეთის დრამატულ თეატრში ახალი სეზონი, 22 მარტს,“დრაკონით” გაიხსნება. ევგენი შვარცის პოლიტიკურ ზღაპარს მაყურებელი პირველად იხილავს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლია სულუაშვილის თქმით, საპრემიეროდ ისეთი პიესა შეარჩიეს, რომელიც თითქმის ყველა ასაკის მაყურებლისთვისაა. მარტში მაყურებელი კიდევ ერთ პრემიერას „ შუშანიკის წამებას“ ნახავს. მას მოწვეული რეჟისორი ზურაბ ბუხრაძე დგამს. საერთო ჯამში თეატრი ახალ სეზონზე მაყურებელს 8 პრემიერას შესთავაზებს.
ბათუმის გარკვეულ ნაწილში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდა. ამის შესახებ, ბათუმის საკრებულოს 16 მარტის დადგენილებაშია საუბარი. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. კერძოდ, როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი პარკომეტრით აღჭურვილ პარკირების საერთო ადგილად განისაზღვრა და იქ პარკირების საათობრივი გადასახადი დადგინდა. კერძოდ, ამ ტერიტორიაზე, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით განისაზღვრა: 1 საათი – 1 ლარი; ყოველი შემდეგი 1 საათი...
წინა სტატია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვს. ამათგან ორი მისი თანაგუნდელია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განცხადება დღეს, 21 მარტს, შევიდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. დოკუმენტს 15 დეპუტატი აწერს ხელს – 13 „ქართული ოცნებიდან“ და ორი „პატრიოტთა ალიანსიდან“: მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო.  სხდომა, რომელზეც ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ, 28 მარტს დაინიშნა. „სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგით, ჩემი გადაყენების საკითხსაც...
ჩუღურეთის რაიონში გზების ორმული შეკეთებებისა და შიდა ეზოების მოწესრიგებაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რაიონის გამგეობამ, სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. სატენდერო წინადადებების წარდგენა 31 მარტიდან იწყება.
წინა სტატია ,,სივრცითი მოწყობისა და მშენებლო კოდექსის’’ გადამუშავებული ვარიანტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში გრძელდება. კოდექსის სახელწოდება შეიცვალა და მას ,,სივრცის დაგეგმარების, სამშენებლო და არქიტექტურის საქმიანობის შესახებ კოდექსი’’ ეწოდება. კოდექსი სამი სახის ზედამხედველობას ადგენს. მშენებლობის ხარისხის მაკონტროლებლები კი შესაძლოა იყვნენ როგორც აკრედიტირებული ინსპექტორები, ისე სერტიფიცირებული ექსპერტები. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. ,,კოდექსი ითვალისწინებს სამი სახის ზედამხედველობას. საჯარო ზედამხედველობა, რომელსაც ახორციელებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. ზედამხედველობის...
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ხეების დარგვის აქცია მოაწყვეს. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალ თვითმმართველობის ინიციატივით ა(ა)იპ “ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრისა“და ა(ა)იპ “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბაგა-ბაღების გაერთიანების“ შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე ,30-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულისა და...
მესხეთში საგაზაფულო ხვნა–თესვა დაიწყო. გლეხები ტექნიკის სიმცირესა და მომსახურების სიძვირეზე ჩივიან. ამის ფონზე კი მექანიზაციის სერვისცენტრმა ტრაქტორების რაოდენობა 55–დან, 51–მდე შეამცირა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი მეასედი მიწის ნაკვეთის მოხვნა - 2 ლარი, დათესვა კი 1.50 ლარი ღირს.ხარჯების სიდიდის გამო, სოფლად მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი საერთოდ უარს ამბობს მიწის დამუშავებაზე. სამცხე–ჯავახეთის მექანიზაციის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჩინჩალაძის თქმით, ამ დროისათვის...
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა. ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დღესვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ივანე სანადირაძემ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომელიც მეღვინეობის განვითრებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ...
იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა, რომელსაც უკვე 900 ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის თანახმად, ამ წლის იანვარში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მშენებელი კომპანია უკვე შერჩეულია და მშენებლობისთვის საჭირო დეტალური აზომვითი სამუშაოებიც დაწყებულია. "წინასაპროექტო კვლევა 2015 წელს შესრულდა და მხოლოდ ორგვერდიან დასაბუთებას მოიცავს, რომელიც სპეციალისტების აზრით ზედაპირულია და არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქგეგმარებით ნორმებს/ეტაპებს. მაგალითად არ მომხდარა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, არსებული და საპროგნოზო სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა...
ტყიბულში, მეორე საჯარო სკოლის ამორტიზებულ შენობას ახალი ჩაანაცვლებს. სკოლის დირექტორის მეგი ქათამაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო. "ობიექტის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა," - ამბობს დირექტორი. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. მისი თქმით, მშენებლობის დაწყებამდე ჯერ სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ობიექტის დანგრევის აუცილებლობაზე დასკვნა 2017 წელს საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა შეადგინა. სკოლის შენობის გარეშე დარჩენილი 119 მოსაწავლე...
შუახევში მერთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელიც 15 წევრისაგან შედგება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. საბჭოს წევრები არიან, ასევე, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. პირველი სხდომა გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა საბჭომ პირველივე სხდომაზე კომპეტენციის ფარგლებში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ ცვლილებების პროექტზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საფინანსო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ