ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ხეების დარგვის აქცია მოაწყვეს. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალ
თვითმმართველობის ინიციატივით ა(ა)იპ “ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრისა“და ა(ა)იპ “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბაგა-ბაღების გაერთიანების“ შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე ,30-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ დაწესებულების ხელმძღვანელებთან ერთად მიიღეს.