ჩუღურეთის რაიონში გზების ორმული შეკეთებებისა და შიდა ეზოების მოწესრიგებაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
რაიონის გამგეობამ, სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. სატენდერო წინადადებების წარდგენა 31 მარტიდან იწყება.