სამშენებლო რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა

607

დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობაზე და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ თემას დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, დღითიდღე მოიკლებს დასაჯარიმებელი ობიექტების რიცხვი და გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის მაჩვენებელი.

სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაათმაგდა და 30 000 ლარი გახდა. ცვლილების მიზანია არაა მეტი ობიექტის დაჯარიმება, პირიქით, მიზანია, რომ დამკვიდრდეს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და მინიმუმამდე დავიდეს ასეთი დარღვევების რაოდენობა.”