მთავრობის სხდომა თბილისის მერიაში წუთიერი დუმილიათ დაიწყო. არჩილ ტატუნაშვილი ოჯახს მის ახლოbლებს, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა კახა კალაძემ, რის შემდეგაც განცხადება გააკეთა სიტი პარკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე.
“როგორც იცით, 10 აპრილიდან პარკირების სისტემის მართვას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს კეთილისინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას. აქვე მინდა გამოვეხმაურო “სითი პარკის” მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა “სითი პარკის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია. ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ისრაელის კომპანიების ბიზნესაქტივობებს. მინდა ასევე შევეხო “სითი პარკის” თანამშრომლების საკითხს. მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, “სითი პარკის” ინსპექტორები (დაახლოებით 120 ადამიანი), რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ პარკირების სისტემის მართვას, გადმოვიყვანოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ეს ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. ვავალებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მის ხელმძღვანელს, უზრუნველყოს ამ ადამიანების გადმოყვანა,”- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.