,,სივრცითი მოწყობისა და მშენებლო კოდექსის’’ გადამუშავებული ვარიანტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში გრძელდება. კოდექსის სახელწოდება შეიცვალა და მას ,,სივრცის დაგეგმარების, სამშენებლო და არქიტექტურის საქმიანობის შესახებ კოდექსი’’ ეწოდება. კოდექსი სამი სახის ზედამხედველობას ადგენს. მშენებლობის ხარისხის მაკონტროლებლები კი შესაძლოა იყვნენ როგორც აკრედიტირებული ინსპექტორები, ისე სერტიფიცირებული ექსპერტები. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
,,კოდექსი ითვალისწინებს სამი სახის ზედამხედველობას. საჯარო ზედამხედველობა, რომელსაც ახორციელებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. ზედამხედველობის კუთხით საყურადღებოა, რომ ნებართვა რაზეც იქნა გაცემული ხდება შემოწმება რომ ნებართვის პირობები იყოს დაცული. ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებენ აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები ან სერთიფიცირებული ექსპერტები. მათი მოვალეობაა, რომ მშენებლობის ყველა ეტაპს მიაქციონ ყურადღება. თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და უნდა იქნას წარდგენილი შესაბამის თვითმმართველ ორგანოში. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის მთლიანი პროცესი იყოს ზედამხედველობის ქვეშ და ყურადღება მიექცეს ყველა იმ სამშენებლო სტანდარტის შესრულებას, რომელიც კანონმდებლობაში არსებობს’’-განმარტავს ირმა ქავთარაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმ კომპანიებს პასხობს, რომლებიც დეველოპერების ზედამხედველობისთვის გათვალისიწნებული ახალი ინსტიტუტის ამოქმედების შემთხვევაში კორუფციულ რისკებზე მიანიშნებენ.
,,მე არ ვიცი, რატომ ჩნდება კორუფციის რისკები.აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანობმა უნდა განახორციელონ შემოწმებადა იმ შემთხვევაში თუ მათ სწორად არ გააკეთეს ინსპექტირება მათ აკრედიტაცია ჩამოერთმევათ და ვეღარ განახორცელებენ ასეთ საქმიანობას . ამიტომ მათი ბუნებრივი ინტერესია, რომ განახორციელონ ასეთი საქმიანობა ხარისხიანად’’-განმარტავს ირმა ქავთარაძე.