ტყიბულში მეორე საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება

1200

ტყიბულში, მეორე საჯარო სკოლის ამორტიზებულ შენობას ახალი ჩაანაცვლებს. სკოლის დირექტორის მეგი ქათამაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო. “ობიექტის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა,” – ამბობს დირექტორი. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

მისი თქმით, მშენებლობის დაწყებამდე ჯერ სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ობიექტის დანგრევის აუცილებლობაზე დასკვნა 2017 წელს საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა შეადგინა.

სკოლის შენობის გარეშე დარჩენილი 119 მოსაწავლე ჯერ კიდევ სექტემბერში ტყიბულის პირველ საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასწავლო პროცესის რამდენიმე კვირიანი გაცდენისა და სათადარიგო შენობის ძიების შემდეგ, საბოლოოდ სკოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტში გადაიყვანეს და სწავლა ჩვეულ რეჟიმში, დილის ცვლაში სწავლობენ.