დედაქალაქის მერი კალა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, სტრიტ-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება ქალაქის გასალამაზებლად გამოიყენოს.ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
“როგორც იცით, სტრიტ-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მივცემთ ჩვენს ქალაქსაც და ახალგაზრდებსაც შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ უსახური კედლები, ხიდები და გადასასვლელები გალამაზდეს და მეორე მხრივ ახალგაზრდობამ ხელოვნებაში გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ქალაქის მიმართ. მინდა დავავალო სოფოს, შეარჩიონ ასეთი სივრცეები და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები მათ მოსახატად,” – განაცხადა კახა კალაძემ.