შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ საკუთარი სატელეფონო ბალანსისლიმიტად 400 ლარი დაიმტკიცა, მოადგილეებს კი თვეში 50 ლარი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გუბერნატორის გარდა, შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 34 თანამშრომელი მუშაობს. მათთვის, მაქსიმალური სატელეფონო ლიმიტი 50 ლარია. 34 თანამშრომლის სატელეფონო ლიმიტების ჯამი 905 ლარს შეადგენს.
ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. რამდენიმე დღის წინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან ერთად სტადიონი ადგილზე დაათვალიერა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.  ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მეორე ეტაპის მშენებლობის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე ეტაპი გადახურვის, განათების, ვენტილაციის სამუშაოებს და თანამედროვე...
ახალციხეში, მაშინდელი ძმები მარტიროსიანცების ქუჩაზე მდებარე სტამბაში, 1919 წლის 2 თებერვალს რეგიონის პირველი გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა. ყოველკვირეული "საპოლიტიკო და სალიტერატურო" გამოცემა „განახლებული მესხეთი“ორენოვანი იყო, ქართულ-თურქული და თავისი სლოგანიც ჰქონდა - „გაუმარჯოს გაერთიანებულ სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს“. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს. "განახლებული მესხეთის" ნომერი რეგიონში მანეთი და 50 კაპიკი ღირდა, მესხეთის გარეთ კი ორი მანეთი. გაზეთს "ახალციხის მაზრის მიწის მუშათა...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შპს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია'' გაიხსნა. ამბულატორია 1997 წლიდან განთავსებული იყო სხვის ფართზე, 2016 წელს შეიძინა ფართი და გერმანიის საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღიჭურვა უმაღლესი სტანდარტის აპარატურით. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ცნობისთვის, ჯვარში 7 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობს. ამბულატორიის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივი...
ქალაქ ხონში ,,იუსტიციის სახლის“ ფილიალი აშენდება. ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად გამოცხადებულია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. წინასწარი შეფასებით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში დაასრულოს. გარდა ამისა, კომპანიას მოეთხოვება, რომ პერსონალის არანაკლებ 70%, რომლებიც მშენებლობაზე იმუშავებენ, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. განაცხადების წარდგენა დაინტერესებულმა კომპანიებმა 28 მარტიდან უნდა დაიწყონ.
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა და ოკუპაციას შეწირულ მოქალაქეთა სახელების უკვდავსაყოფად სკვერის გაკეთების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან Facebook- ზე დაწერა. "ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა. ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არამარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის მოსახლეობა ამბობს, რომ თვებია სასმელი წყალის მიწოდების პრობლემა აქვთ. მათი თქმით, მთაგორიან დასახლებაში არსებული ავარიული გზების პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელია ხელით წყლის ტარება. მოსახლეობა ამ მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს სახლ-კარის მიტოვებაში ხედავს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღეაბას არ აქცევს. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს. გამოცემა ორი კვირის ჩოხატაურის მერიას დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ წყლის მილები შეძენილია და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება. თუმცა...
ბროშურები და ელენე მელქაძის მიერ შექნილი არტრუკა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ში  "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი" წარუდგინეს ჟურნალისტებს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. "თუ ჯერ არ ყოფილხართ ქუთაისში, მაგრამ გაინტერესებთ, თუ რატომ იზიდავს ეს ქალაქი ამდენ ადამიანს მთელი მსოფლიოდან, შეგვიძლია მოკლედ, სულ ორიოდე სიტყვით გიპასუხოთ, ქუთაისში არის ყველაფერი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ადამიანისთვის" -ამგვარად იწყებს თხრობას მწერალი დატო ტურაშვილი, სპეციალურად ქუთაისის ტურისტული ცენტრის მიერ შექმნილი გამოცემისათვის, საინფორმაციო ცენტრის გადაწყვეტილებით,...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. დეპუტატის განცხადებით, მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით მსჯელობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. თინათინ ნიბლოშვილი განმარტავს, რომ გამზირისთვის სახელის გადარქმევას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. მათ შორის, გასათვალისწინებელია იმ ათასობით ადამიანის პოზიცია, რომელიც აღნიშნულ გამზირზე...
წინა სტატია "ჰაერის დაბინძურებაში ავტომობილები ერთადერთი წყარო არ არის. ამის გარდა არის სამშენებლო მტვერი, ნაგავსაყრელები და სხვა პრობლემები, რომელიც მთლიანობაში ქნის ჰაერის დაბინძურებას თბილისში"- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა. ამასთან, კახა კუჭავამ 10 წლიან სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება ამ პროცესში ჩაერთოს. მოქალაქეების რეკომენდაციებს, რჩევებსა და შენიშვნებს კი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის. 19...
თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის პროგრამა 2018-2020 წლებში იმოქმედებს. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახი კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ,ანდრეი შორეცმა მოაწერეს. დოკუმენტი ტურიზმის კულტურისა განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას გულისხმობს. დაძმობილების ხელშეკრულება თბილისსა და მინსკს შორის 2015 წელს გაფორმდა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა. 2017 წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელსაც დაემატა ახალი 77¹ და 77² მუხლები და დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო...
გორში ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტზე მსჯელობენ. შეხვედრას შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, ცხოველთა დამცველი, და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.  ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში ერთი თავშესაფრის არსებობას, რომელიც ოთხივე მუნიციპალიტეტს მოესამხურება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. თავშესაფრის შექმნა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ არის ინიცირებული, ხოლო პროექტის შედგენაზე ორგანიზაცია ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ იმუშავა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერმუნიციპალური თავშესაფრის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს...
ახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება და პროექტი ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. “ჩვენ რამდენიმე დღეა დავიწყეთ კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სრული აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. დაახლოებით, 8,5 მლნ ლარი გვაქვს წლევანდელ ბიუჯეტში აღნიშნული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული. სავარაუდოდ, 2 მლნ ლარის ინვეტიციებს განახორციელებს GWP. სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო მოწყობილობებიც...
რუსთავში 14 მისამართზე შენობების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს. სატენდერო დოკუმენტის თანახმად, შენობები შემდეგ მისამართებზე გადაიხურება: რჩეულიშვილის №16, მიუსაფარ ბავშვთა სახლი, 21-ე მიკრორაიონის №24, შარტავას №12, გარეჯის №12, თოდრიას მე-3 ჩიხის №3 (მე-2-მე-3 - მე-5 სადარბაზო), ყოფილი საბავშვო ბაღი №39, დუმბაძის ქუჩა ბინა №40, მე-6 მრ. №3, მე-12 მ/რ. №7, მე-20 მრ....
წინა სტატია დედაქალაქის მერიაში მოქალაქეების მიერ შექმნილ ონლაინ-მანიფესტს გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გამოხატოს ერთიანი პოზიცია ჩვენი გმირების სახელების პატივსაცემად, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ჩვენ გვყავს გიორგი ანწუხელიძეც, ის გმირები რომლებიც არასაომარ ვითარებაში დაიღუპნენ." - განაცხადა მერის მოადგილემ მაია ბითაძემ. Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ