თბილისის მერიაში მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას ეხმიანებიან

810

წინა სტატია

დედაქალაქის მერიაში მოქალაქეების მიერ შექმნილ ონლაინ-მანიფესტს გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გამოხატოს ერთიანი პოზიცია ჩვენი გმირების სახელების პატივსაცემად, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ჩვენ გვყავს გიორგი ანწუხელიძეც, ის გმირები რომლებიც არასაომარ ვითარებაში დაიღუპნენ.” – განაცხადა მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას მოითხოვენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.  ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.