თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

650

თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის პროგრამა 2018-2020 წლებში იმოქმედებს.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახი კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ,ანდრეი შორეცმა მოაწერეს.

დოკუმენტი ტურიზმის კულტურისა განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას გულისხმობს. დაძმობილების ხელშეკრულება თბილისსა და მინსკს შორის 2015 წელს გაფორმდა.