გორში ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტზე მსჯელობენ. შეხვედრას შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, ცხოველთა დამცველი, და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში ერთი თავშესაფრის არსებობას, რომელიც ოთხივე მუნიციპალიტეტს მოესამხურება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
თავშესაფრის შექმნა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ არის ინიცირებული, ხოლო პროექტის შედგენაზე ორგანიზაცია ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ იმუშავა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერმუნიციპალური თავშესაფრის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას, ცივილური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
პროექტის მიხედვით, კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური თავშესაფრის შექმნა, კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს, როგორც მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.
რაც შეეხება დაძინებას, ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს- ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე ან თუ მისი აგრესიულობის დონე უკიდურესად მაღალია.