დაბა ჯვარში დევნილებისთვის ამბულატორია გაიხსნა

1245

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შპს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია” გაიხსნა. ამბულატორია 1997 წლიდან განთავსებული იყო სხვის ფართზე, 2016 წელს შეიძინა ფართი და გერმანიის საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღიჭურვა უმაღლესი სტანდარტის აპარატურით. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ცნობისთვის, ჯვარში 7 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობს.

ამბულატორიის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.