ქუთაისის ტურისტული რუკის პრეზენტაცია გაიმართა

823

ბროშურები და ელენე მელქაძის მიერ შექნილი არტრუკა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ში  “ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი” წარუდგინეს ჟურნალისტებს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

“თუ ჯერ არ ყოფილხართ ქუთაისში, მაგრამ გაინტერესებთ, თუ რატომ იზიდავს ეს ქალაქი ამდენ ადამიანს მთელი მსოფლიოდან, შეგვიძლია მოკლედ, სულ ორიოდე სიტყვით გიპასუხოთ, ქუთაისში არის ყველაფერი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ადამიანისთვის” -ამგვარად იწყებს თხრობას მწერალი დატო ტურაშვილი, სპეციალურად ქუთაისის ტურისტული ცენტრის მიერ შექმნილი გამოცემისათვის,

საინფორმაციო ცენტრის გადაწყვეტილებით, პროექტზე სამუშაოდ არაქუთაისელი მხატვარი და მწერალი სპეციალურად შეირჩა, რათა მათი თვალით დანახული ქუთაისი ეჩვენებინათ.

“დამიკავშირდნენ ტურიზმის ცენტრიდან და მითხრეს, რომ თქვენი ნახატები ვნახეთ და ზუსტად ასეთი ტურისტული რუკა გვინდაო. ორი თვე ვმუშაობდი ამ თემაზე, ჩამოსული ვიყავი ქუთაისში და ისე შემიყვარდა, როგორც ჩემი ქალაქი”, – აღნიშნა მხატვარმა.

პრეზენტაციას ქალაქის მერი, ვიცე-მერები, საკრებულოს თავმჯდომარე და მხარის ვიცეგუბერნატორი ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურისტულ ცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს ამავდროულად პროფესიული დღე მიულოცეს.