შიდა ქართლის გუბერნატორმა სატელეფონო ლიმიტად 400 ლარი დაიმტკიცა

1318

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ საკუთარი სატელეფონო ბალანსისლიმიტად 400 ლარი დაიმტკიცა, მოადგილეებს კი თვეში 50 ლარი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გუბერნატორის გარდა, შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 34 თანამშრომელი მუშაობს. მათთვის, მაქსიმალური სატელეფონო ლიმიტი 50 ლარია.

34 თანამშრომლის სატელეფონო ლიმიტების ჯამი 905 ლარს შეადგენს.