კახა კუჭავა თბილისში ჰაერის დაბინძურების რამდენიმე წყაროს ასახელებს

840

წინა სტატია

“ჰაერის დაბინძურებაში ავტომობილები ერთადერთი წყარო არ არის. ამის გარდა არის სამშენებლო მტვერი, ნაგავსაყრელები და სხვა პრობლემები, რომელიც მთლიანობაში ქნის ჰაერის დაბინძურებას თბილისში”- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

ამასთან, კახა კუჭავამ 10 წლიან სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება ამ პროცესში ჩაერთოს. მოქალაქეების რეკომენდაციებს, რჩევებსა და შენიშვნებს კი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის.

19 მარტს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2018-2030 წლების სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში აღწერილია კომიტეტის საქმიანობის მიზნები, ამოცანები და კონკრეტული ქმედებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონშემოქმედება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გათვალისწინებით, მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობა და პრობლემურ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული მედიაცია და მონიტორინგი

19 მარტს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს.

კახა კუჭავას განცახდებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები.