ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეი სი თის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ მოქალაქეთა ნდობის მაჩვენებელმა იკლო.
კვლევის პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის მერიის დარბაზში გაიმართა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
„სამეგრელოში თუ 2013 წელს 10 -დან 8 ადამიანი უცხადებდა ნდობას ადგილობრივ თვითმმართველობას, უკვე 7 ადამიანი არის კმაყოფილი თვითმმართველობის მუშაობით“, - განაცხადა ანალიზის და კონსულტაციის ჯგუფის „ეი სი თი“ პროექტის მენეჯერმა კესო...
ხელვაჩაურის ახლადაშენებული ბაღი ერთი თვის წინ უნდა გახსნილიყო, თუმცა ახალ შენობაზე თოვლისგან დამცავი კონსტრუქციის არქონამ პროცესი შეაფერხა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ხელვაჩაურის მერის განმარტებით, პრობლემა უკვე მოგვარდა და ბაღი რამდენიმე დღეში გაიხსნება.
სააღმზრდელო დაწესებულებაში ელექტრონული რეგისტრაცია დაწყებულია.
https://www.youtube.com/watch?v=Ixle-aRoS-0&feature=youtu.be
სენაკის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგადელიოს უბანში, შლამისა და ინერტული მასალისგან მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზა დაიგება. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით განხორციელდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდებადა და 751 000 ლარით ფინანსდება.
ასფალტირებული გზა 4კმ მანძილზე დაიგება.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ინდიკო" ასრულებს.
წყალტუბოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
წყალტუბოს მერი ესაუბრა მშენებელს სოსო სალარიძეს, რომლის განმარტებით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს. დაცულია უსაფრთხოების ნორმები, დროულად იცემა ხელფასები. დასაქმებულთა დიდ ნაწილს კი, დევნილები წარმოადგენენ.
8 ათსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართს სულ 560 დევნილი...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სოფლის საძოვრების შესაძლო გაყიდვა გააპროტესტეს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
აქციაზე იყო ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ბოტკოველიც. მისი თქმით, სოფელ იყალთოში ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა. მისივე მტკიცებით, მიწების გაყიდვაში თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია დაინტერესებული. სამხარაული თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის სიძეა.
,,ეს ხალხი ხელისუფლებისგან...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ნარჩენებისთვის ახალი კონტეინერები დაიდგა. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
50 ცალი ნაგავშემკრები პოლიეთილენის კონტეინერების ქალაქის ქუჩებში განთავსება ა(ა)იპ "ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებამ" უზრუნველყო.
კონტეინერები ბაღდათის მუნიციპალიტეტს "მუნიციპალური განვითარების ფონდიდან"გადაეცა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ასტორიასთან“, რომელიც საძელისა და ტატანისი-სვირი-ბოგას საავტომობილო გზების რეაბილიტაციებს შეასრულებს.
ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „არალთან“, რომელიც ახალციხე-ჭვინთა-ელიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად დამატებით ერთი თვე მიეცემათ. ამის შესახებ მან სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მერიაში, ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
„ჩვენ უკვე მესამედ შევხვდით ბიბლიოთეკარებს და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, თუ რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ტესტირებამდე სწორად მივიდეთ. მეორე შეხვედრაზე ბიბლიოთეკარების მხრიდან იყო თხოვნა, რომ კიდევ ერთი თვით გადაგვედო სამზადისი, რომ თავის თავში განმტკიცებულიყვნენ და ტესტირებამდე სწორად მივსულიყავით, რაც...
23 მარტს "კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამამ" ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულების ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 13 სკოლამდელ დაწესებულებას გადასცა 18 000 ლარის ღირებულების ავეჯი (მაგიდა, სკამები და გამყოფი თაროები). ინფორმაციას "კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა" ავრცელებს.
ამავე დღეს კი, სისხევის სკოლამდელ დაწესებულებაში ავეჯის გადაცემის პროცესთან ერთად ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამასა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის.
აღსანიშნავია, რომ კახეთის სამხარეო...
წინა სტატია
ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ შეარჩია კვალიფიციური კომპანია, რომელიც ''იაფ სახლს'' ააშენებს. უკვე მეხუთე წელია, თვითმმართველობის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია, თუმცა იდეის განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლეს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ქვეპროგრამის - "იაფი სახლის" ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაშიც საუბრობს.
ამასთან, ბათუმის მერიის მიერ “იაფი სახლის” ასაშენებლად გამოცხადებულ ბოლო ტენდერში შპს "მომავლის ხედვამ" მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია...
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გარემოს დანაგვიანებისთვის ერთი პირიდააჯარიმეს. „ზუგდიდდასუფთავების“ ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირებისას სამართალდამრღვევი, ორ კილოგრამამდე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების გამო, 80 ლარით დაჯარიმდა.
„მოვუწოდებთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებისრულდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 307 გრძივი მეტრი გზის კეთილმოწყობა.
სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.
ჩიხის კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზები“ ახორციელებს.
სამუშაოებისთვის 86 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მოადგილესთან - ირაკლი სირაძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია - "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შრომის, დაბა ნასაკირალის, დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მაცხოვრებლებმა საკუთარ თემებში არსებული პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად განიხილეს.
საზოგადოებრივი ტრანსოპორტის განრიგი, დასუფთავების, წყალმომარაგებისა და გაზიფიკაციის პრობლემა, სიჩქარის შემაკავებელი...
ქუთაისში პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის, რადგან ყოველი წვიმის დროს ისინი პერმანენტულად იტბორებოდნენ. ადგილობრივი მთავრობის ძალისხმევით აღნიშნულ ტერიტორიაზე 30 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდა და წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოწესრიგდა.
სანიაღვრე სისტემის სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„ეს საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის. ჩვენ...
ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
განაცხადების მიღება 19-23 აპრილს იწარმოებს, მშენებლობა კი გამარჯვებულთან კონტრაქტის გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში დააფინანსებს.
საინვესტიციო ბანკის თანხით ბაკურიანში შემოვლითი გზის პროექტიც უნდა განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, პროექტის ღირებულება 7.5 მილიონი ლარია და შესაბამისი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































