ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია იწყება

951

ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ასტორიასთან“, რომელიც საძელისა და ტატანისი-სვირი-ბოგას საავტომობილო გზების რეაბილიტაციებს შეასრულებს.

ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „არალთან“, რომელიც ახალციხე-ჭვინთა-ელიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.