23 მარტს “კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამამ” ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულების ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 13 სკოლამდელ დაწესებულებას გადასცა 18 000 ლარის ღირებულების ავეჯი (მაგიდა, სკამები და გამყოფი თაროები). ინფორმაციას “კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა” ავრცელებს.
ამავე დღეს კი, სისხევის სკოლამდელ დაწესებულებაში ავეჯის გადაცემის პროცესთან ერთად ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამასა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის.
აღსანიშნავია, რომ კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სკოლამდელი დაწესებულებების მხარდაჭერას.