ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზა დაიგება. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით განხორციელდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდებადა და 751 000 ლარით ფინანსდება.
ასფალტირებული გზა 4კმ მანძილზე დაიგება.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ინდიკო” ასრულებს.