ხელვაჩაურის მერიაში, რეორგანიზაციის შემდეგ არავინ გაუთავისუფლებიათ. პირიქით, მერმა დამატებით რამდენიმე თანამშრომელი დაიქირავა. თვითმმართველობაში ამ ეტაპზე 133 თანამშრომელია, მომავალში მათი რიცხვი 137-მდე გაიზრდება.  ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ‘’შრომითი ხელშეკრულება ყველა დასაქმებულს გაუგრძელდა, რამდენიმე თანამშრომლის დამატებაც გახდა აუცილებელი’’ -  აცხადებენ მერიაში. ხელვაჩაურის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად, 8-ის ნაცვლად 10 სამსახური იმუშავებს. რამდენიმე მათგანს სახელწოდება შეუცვალეს. ჯანდაცვის სამსახურში ორი განყოფილება შეიქმნება: ერთი ჯანდაცვის, მეორე კი სოციალური მიმართულებით იმუშავებს. ასევე შეიქმნება ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის სამსახურებიც. თვითმმართველობაში...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება, გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა "სითი ინსტიტუტთან" ერთად გაგრძელდება თუ არა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „მომართული ვართ იქითკენ, რომ დოკუმენტი შევიმუშავოთ. როგორ და ვისთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მოგაწვდით",- განაცხადა კახა კალაძემ დღეს პარლამენტში, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე. თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალ თავად "სითი ინსტიტუტი" გეგმავს...
ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაწეული ხარჯები 35%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს. IDFI-ის ცნობით, 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 123 მილიონი ლარი დაიხარჯა. როგორც ინფოგრაფიკაზეა მოცემული, ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის, ხოლო ყველაზე ნაკლები აჭარის სკოლებისთვის იყო გამოყოფილი.
ფოთის მუნიციპალიტეტში ვეტერანთა საკითხებზე სპეციალური წარმომადგენელი იმუშავებს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქალაქ ფოთში მცხოვრები ვეტერანების სოციალური მდგომარეობისა და სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე, ფოთის მერი გოჩა კურდღელია ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს, გენერალ ვლადიმერ იმნაძეს და სამსახურის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვეედრაზე ვეტერანთა სოციალური დახმარების, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო აქციების ჩატარების და სხვა საკითხები იქნა განხილული. ვეტერანთა პრობლემების უკეთ შესასწავლად ფოთში...
26 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი  გამოაცხადა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოფელ გამარჯვებაში №2, სოფელ მარტყოფში №1, №2, სოფელ სართიჭალის №1, №2 და სოფელ ახალ სამგორის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1`071`660.00 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ხელშეკრულების...
მოქალაქეთა ჩართულობის მაჩვენებელი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში კვლავ დაბალია. არსებული საკანონმდებლო ბაზა არ ქმნის მოსახლეობის ჩართულობის ეფექტურ მექანიზმებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან, მიზეზად კი, წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ უნდობლობას ასახელებენ. სტატიას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ,,მოსახლეობა მაშინ იაქტიურებდა, თუ ვიგრძნობდით, რომ ჩვენი ინიციატივები რამეს ნიშნავს. ყველაფერს ისე წყვეტენ, როგორც უნდათ. შეხვედრები არსად ქვეყნდება, რა უნდა გავიგოთ, როდის არის საკრებულოს სხდომა...
განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გორის სკოლებში 529 საპენსიო ასაკის მასწავლებელია დასაქმებული. ამის შესახებ გორის სათემო რადიო "მოზაიკა" წერს. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი არ არის. გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
იმერეთის რწმუნებული, გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე თანამდებობიდან გადადგა. იმერთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ყოფილმა გუბერნატორმა თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მარტს დატოვა. ხოლო ამჟამად იმერთის გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. გრიგოლ დალაქიშვილი 23 მარტამდე იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მიმდინარე წლის 13 მარტს ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად "ქართული ოცნებიდან" იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე დაასახელა. მაჟორიტარობისთვის ვანში და ხონში...
თბილისის გენგეგმის შესახებ პარლამენტში მსჯელობენ. პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე აცნობს საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს, თუმცა შეხვედრას არც ოპოზიცია და არც გეგმის შემდეგი "სითი ინსტიტუტი საქართველო" არ ესწრება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისინი არავის მიუწვევიათ. ცნობილია, რომ თბილისის მერიას სითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული გეგმა არ მოსწონს. https://www.youtube.com/watch?v=iOJP57ls6fE 27 მარტს თბილისის გენგეგმის განხილვა სასტუმრო “ბილტმორში” ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოჰაბში პროექტის: "ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში" მეორე ფაზის ფარგლებში კახეთის ტყეების ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. შეხვედრაზე, ასევე, რეკრეაციული ტყეების და არამერქნული რესურსების გამოყენების საკითხებზეც ისაუბრეს. ,,ვისაუბრეთ გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებზე, პრობლემებზე, რომლებიც ამ კუთხით არსებობს და მისი მოგვარების გზებზე. შეხვედრაზე ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ტყეების ტურისტული პოტენციალის ათვისების პერსპექტივამ, ენერგოდაზოგვის ალტერნატიულმა წყაროებმა’’, -თქვეს ღონისძიების...
დევნილთა ჩასახლებებში არსებული სათემო ორგანიზაციების წარმომადგელებმა გორის მერიისგან წერილობით პასუხი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, უფუნქციოდ დარჩენელი სათემო ცენტრები ერთობლივი პროექტების შედეგად ამუშავდება. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. სათემო ცენტრების ლიდერებმა გორის მერიას ორი კვირის წინ მიმართეს და ცენტრების ამოქმედება მოითხოვეს. კანცელარიაში შესაბამისი წერილი ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა დიანა მარიამიძემ დატოვა. გორის მუნიციპალიტეტის მერია დევნილთა ინიციატივების განხილვისა და სათემო ცენტრებთან თანამშრომლობის შესახებ მზაობას გამოთქვამს. გორის...
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია შესყიდვების მოკლე სტატისტიკას ავრცელებს. მიმდინარე პერიოდისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან გაფორმდა 67 ხელშეკრულება, მათ შორის: 21 ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერის შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტებთან; 36 ხელშეკრულება გაფორმდა გამარტივებული (მონეტარული ზღვრის დაცვით), კონსოლიდირებული, ექსკლუზიური და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის წესებით. შეუფერხებლად იქნა შესყიდული მთლიანად სოციალური პროგრამებით შესასყიდი მომსახურებები, როგორიცაა: უფასო სასადილოს პროგრამა, ეპილეფსიით და პარკისონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამები.  ხელშეკრულებები გაფორმებულია:  ა(ა)...
თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცედურები, შესაძლოა საკრებულოს დადგენილებით დარეგულირდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. თბილისის მერიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განსახორციელებელი სამუშაოების ნებართვისათვის “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებით დადგენილი ნორმები არ გავრცელდება. თუკი თბილისის სარეაბილიტაციო არეალში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებს მერია ახორციელებს, შესაბამის დოკუმენტაციას მერიის უფლებამოსილი ორგანო შეითანხმებს. ამ...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. პროგრამით ისარგებლებენ მაღალი აკადემიური მოსწრების (91 და მეტი ქულა თითოეულ საგანში, სემესტრული) ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურში. 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 01 მარტიდან 31 მარტამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის...
ქობულეთში, კარიერის დასახლებაში, ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. პროექტის განსახორციელებლად მერია 798 888 ლარს დახარჯავს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.  „კარიერში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე ვგეგმავთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ ჩვენ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. დასახლებაში მოუწესრიგებელი...
წინა სტატია ბორჯომში, სადაც დღეს, 28 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ მოადგილის, ასევე "პატრიოთა ალიანსის" წევრის, გიორგი გოგიჩაიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ზაზა ჩაჩანიძის ნაცვლად, გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა დღეს იმ სხდომას, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს. გოგიჩაიშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე. იგი არ ამხელს, იყო თუ არა მომხრე ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ