გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ბაღების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

649

26 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი  გამოაცხადა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოფელ გამარჯვებაში №2, სოფელ მარტყოფში №1, №2, სოფელ სართიჭალის №1, №2 და სოფელ ახალ სამგორის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1`071`660.00 ლარია გამოყოფილი.

წინადადებების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 70  დღიანი ვადა აქვს.