შუახევის მუნიციპალიტეტის მერია შესყიდვების მოკლე სტატისტიკას ავრცელებს.
მიმდინარე პერიოდისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან გაფორმდა 67 ხელშეკრულება, მათ შორის:
- 21 ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერის შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტებთან;
- 36 ხელშეკრულება გაფორმდა გამარტივებული (მონეტარული ზღვრის დაცვით), კონსოლიდირებული, ექსკლუზიური და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის წესებით.
- შეუფერხებლად იქნა შესყიდული მთლიანად სოციალური პროგრამებით შესასყიდი მომსახურებები, როგორიცაა: უფასო სასადილოს პროგრამა, ეპილეფსიით და პარკისონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამები.
ხელშეკრულებები გაფორმებულია:
- ა(ა) იპ კომუნალური სამსახურისათვის ამწე – კალათის შესყიდვაზე და უახლოეს დღეებში იქნება შემოტანილი;
- ნაგვის ურნებზე.
მალე გაფორმდება ხელშეკრულებები შემდეგ ობიექტებზე:
- სოფელ ბუთურაულის ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
- ხიჭაურიდან დაბა-შუახევის მიმართულებით გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;
- დაბა შუახევში თამარ მეფის ქ. # 20 მდებარე მრავალბინიანი სახლის საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვა.
დარჩენილი ღონისძიებები:
2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში შესყიდულია საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები (პროექტები) და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერები.
აღსანიშნავია, რომ შესყიდვები სამივე მიმართულებით საქონელის, მომსახურების და მშენებლობის მიმდინარეობს გამჭვირვალედ და ყველა ოპერაცია, რაც განხორციელდა აღნიშნული შესყიდვებით არის სრულიად საჯარო და წარმოდგენილია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ხელმისაწვდომია ყველასთვის.