ფოთის მუნიციპალიტეტში ვეტერანთა საკითხებზე სპეციალური წარმომადგენელი იმუშავებს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ ფოთში მცხოვრები ვეტერანების სოციალური მდგომარეობისა და სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე, ფოთის მერი გოჩა კურდღელია ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს, გენერალ ვლადიმერ იმნაძეს და სამსახურის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვეედრაზე ვეტერანთა სოციალური დახმარების, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო აქციების ჩატარების და სხვა საკითხები იქნა განხილული.
ვეტერანთა პრობლემების უკეთ შესასწავლად ფოთში ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელი დაინიშნება, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობას და პრობლემების კოორდინირებულად მოგვარებას.