იმერეთის რწმუნებული გივი ჭიჭინაძე თანამდებობიდან გადადგა

1808
იმერეთის რწმუნებული, გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე თანამდებობიდან გადადგა. იმერთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ყოფილმა გუბერნატორმა თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მარტს დატოვა. ხოლო ამჟამად იმერთის გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

გრიგოლ დალაქიშვილი 23 მარტამდე იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მიმდინარე წლის 13 მარტს ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად “ქართული ოცნებიდან” იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე დაასახელა.

მაჟორიტარობისთვის ვანში და ხონში “ქართული ოცნებიდან” გივი ჭიჭინაძე, “ევროპული საქართველოდან” კი, გიგი უგულავა იბრძოლებენ.

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილოებისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა. ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის თებერვლიდან იკავებდა. ხოლო გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად 2017 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე პაატა ნადირაძე შეცვალა, რომელიც ამჟამად ჭიათურის მერი გახლავთ. სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლამდე 2 თვით ადრე, გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის მესამე ვიცე-მერად დაინიშნა.