განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გორის სკოლებში 529 საპენსიო ასაკის მასწავლებელია დასაქმებული. ამის შესახებ გორის სათემო რადიო “მოზაიკა” წერს.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი არ არის.
გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.