IDFI: ბოლო 4 წელში სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ყველაზე ნაკლები აჭარის სკოლებზე დაიხარჯა

645

ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაწეული ხარჯები 35%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს.

IDFI-ის ცნობით, 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 123 მილიონი ლარი დაიხარჯა.

როგორც ინფოგრაფიკაზეა მოცემული, ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის, ხოლო ყველაზე ნაკლები აჭარის სკოლებისთვის იყო გამოყოფილი.