ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი ხიდი აშენდა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სოფელ კირცხში, მდინარე ხობისწყალზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 24-ე კმზე, 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის ადგილას, ახალი, კაპიტალური ხიდი აშენდა. მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში პარკის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში "პატრიოტთა პარკის" მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, "პატრიოტთა პარკში" დაირგო 150 -მდე სხვადასხვა ჯიშის ხე. ასევე, პარკში ბავშვთა გასართობების, სარბენი ბილიკისა და შადრევნის მოწყობაც იგეგმება.
28 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები  გამოაცხადა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საცხენისში,  ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  787 500 ლარია გამოყოფილი.  წინადადებების მიღება 14 აპრილს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება. ასევე, 28 მარტს გამოცხადდა ტენდერი ქალაქ გარდაბნის  პირველ, მე-2,...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა.  ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები 18-19 კბ.მ ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტს სულ ორი ნაგავმზიდი ემსახურება, ახალი მანქანების დამატების შემდეგ, კი  ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. აღმასრულებელი ორგანო სოფელ თელეთში სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით, საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესამუშავებლად ტენდერი 7 მარტს გამოცხადდა, რომელიც შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. შერჩევა/შეფასების ეტაპზეა ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლისა და კუმისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ქალაქ გარდაბანში...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, აღინიშნა, რომ 2018 წელს 3 631 508 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ინფორმაცია ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2 563 392 ლარი ღრმაღელე - წყალწმინდის შემოვლითი (ძველი) გზის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 1 068 116 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზების აღდენისთვის გამოიყოფა. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სანაპიროს ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტით გათვალისწინებულია სანაპიროსა და ჟღენტის ქუჩების მოასფალტება, გზაგამტარის, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 205 922 ლარს შეადგენს ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სანაპიროს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ხონის მუნიციპალიტეტში, სარწყავი არხებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია და გაწმენდა მიმდინარეობს. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქალაქ ხონში, სოფელ ივანდიდსა და გოჩა-ჯიხაიშში 7 კილომეტრამდე მაგისტრალი გაიწმინდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ სახიდე გადასასვლელს, მიმდინარეობს სამი ხიდ-ბოგირის აღდგენითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში სოფლებში კონტუათში, საწულუკიძეოში, მათხოჯსა და ნახახულებში არსებული სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდა - რეაბილიტაციაც იგეგმება.
მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, გამომდინარე აქედან სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ჩიხში აშენდება ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრი. პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის...
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მშენებლობები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ცხვარიჭამიასა და აღდგომლიანკარის სოფლებში ი/მ კახაბერ სტეფნაძე 110 140 ლარის სახელშეკრულებლო თანხით ბოგირების მშენებლობას ახორციელებს. ამჟამად, ახალდაბაში ხევზე შენდება ბოგირი, რომელიც სოფლის ორ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს. ცხვარიჭამიაში კი, ბოგირის მშენებლობა უკვე დასრულებულია და სოფლის მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდება მასზე. მოსახლეობის მოთხოვნით, წელს დაგეგმილია აღდგომლიანთკარის შირის ხევზე ხიდის...
ბათუმის საკრებულოში გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. კომისიის წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე მოიწონეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივით წარმოდგენილ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის აავტობუსებით მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების...
ბათუმში გზის შეკეთების, თუ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვის პარალელურად, ზიანდება კომუნიკაციების სხვა საშუალებები, ინტერნეტისა და ელექტროენერგიის სადენები, ბუნებრივი აირისა და წყლის მილები. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიის რეგლამენტით, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ეკისრება და არა დამკვეთს. ბუნებრივი აირის მილის დაზიანებაზე ზარალსაც, სავარაუდოდ, სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანია აანაზღაურებს. შეგახსენებთ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღდგა. სოკარ...
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ხე აჩუქა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორის ზვიად ქარჩავას თქმით, ხე მარტივად ექვემდებარებოდა ტრანსპორტირებას და გარემოს შეცვლას, ამიტომ მისი გახარება არ არის რთული. მისი ინფორმაციით, წითელ წიგნში შეტანილი ხე ბაღში მთავარი ბილიკის მიმდებარედ, ტბის სიახლოვეს დარგეს. https://www.youtube.com/watch?v=pEKKilCNzfo&feature=youtu.be
წინა სტატია ხეხილის ბაღები, სადაც ვალეში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გზა გაჭრა, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერა. მერის თქმით, კომპანია, მდინარეზე მისასვლელეად და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად უკვე ალტერნატიული გზით სარგებლობს: „კომპანიას შეეძლო ბაღებში შესვლამდე მოემართა ჩვენთვის და ვეტყოდით შეჭრის გარეშე როგორ უნდა მისულიყვნენ მდინარემდე. ახლა უკვე იციან და ალტერნატიული გზით დადიან. ეს გზა ბაღებზე აცილებულია“ - თქვა ზაზა მელიქიძემ. ინფორმაციას...
ქალაქ ფოთში საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ა(ა)იპ სერვისების ცენტრი ქალაქში ხეების გასხეპვა, გადაბელვისა და კირით შეთეთრების სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ცენტრალურ პარკსა და სკვერებში ხეების გასხეპვა დასრულდა. ამჟამად სამუშაოები კი, ქუჩებში ხორციელდება. აღსანისნავია, რომ სერვისების ცენტრი გამწვანების სამუშაოების ჩასატარებლად ემზადება.
მთავრობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესსა და კონტროლის განხორციელების სტანდარტებს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაამტკიცებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში თქვეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესის და კონტროლის განხორციელების სტანდარტების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ასევე შემუშავების პროცესშია ავტორიზაციის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ