ხონის მუნიციპალიტეტში, სარწყავი არხებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია და გაწმენდა მიმდინარეობს. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ ხონში, სოფელ ივანდიდსა და გოჩა-ჯიხაიშში 7 კილომეტრამდე მაგისტრალი გაიწმინდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ სახიდე გადასასვლელს, მიმდინარეობს სამი ხიდ-ბოგირის აღდგენითი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში სოფლებში კონტუათში, საწულუკიძეოში, მათხოჯსა და ნახახულებში არსებული სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდა – რეაბილიტაციაც იგეგმება.