გარდაბნის მერია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვი ელექტრონულ ტენდერს აცხადებს

819

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

აღმასრულებელი ორგანო სოფელ თელეთში სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით, საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესამუშავებლად ტენდერი 7 მარტს გამოცხადდა, რომელიც შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

შერჩევა/შეფასების ეტაპზეა ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლისა და კუმისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ქალაქ გარდაბანში მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების გადახურვა-რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დასამზადებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს GMG გახდა, რომელსაც ხელშეკრულება გაუფორმდება.