ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, კომუნიკაციების საშუალებები ზიანდება

785

ბათუმში გზის შეკეთების, თუ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვის პარალელურად, ზიანდება კომუნიკაციების სხვა საშუალებები, ინტერნეტისა და ელექტროენერგიის სადენები, ბუნებრივი აირისა და წყლის მილები. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიის რეგლამენტით, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ეკისრება და არა დამკვეთს. ბუნებრივი აირის მილის დაზიანებაზე ზარალსაც, სავარაუდოდ, სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანია აანაზღაურებს.

შეგახსენებთ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღდგა. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე აბონენტი ამ დრომდე გაზის გარეშეა დარჩენილი, უნდა დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე 16-114.