7 ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო აფციაურის თქმით, წარმომადგენლების ერთ-ერთი ფუნქცია იქნება სოფლებში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ მერისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს.
ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გულისხმობს.
„აუცილებელია, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველს ჰქონდეს უმაღლესი...
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აგროწარმოების ხელშეწყობისთვის მორიგ პროგრამას იწყებს. სააგენტოში ამბობენ, რომ პროგრამა მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;...
ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები დამონტაჟდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, დაახლოებით ორ თვეში, შუქნიშნები ქალაქის ოთხ ქუჩაზე განთავსდება, რისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
არჩილ ხანდამაშვილი ვერ აკონკრეტებს ამ მიმართულებით რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება.
"ვფიქრობთ, რომ შუქნიშნებმა ავტომობილების მოძრაობა დაარეგულიროს ბაზრისა და რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ბავშვები ძალიან ხშირად მოძრაობენ. შუქნიშნების დამონტაჟება საგზაო მოძრაობას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, -...
თბილისის საკრებულოში დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. დეპუტატები ასევე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსაც მოისმენენ.
საკრებულოს სხდომაზე 10 საკითხი უნდა განიხილონ. დედაქალაქის მთავარ სათათბიროში სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული, მანამდე კი ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართება.
კონსტანტინე თავზარაშვილს გორის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების გაყიდვით ხარჯების შემცირება და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების შეძენა სურს. გორის მერი ძველი ავტომობილების გაყიდვაში დახმარების მიზნით აპირებს რომ სახელმწიფოს მიმართოს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 წლის ტოიოტა კამრით გადაადგილდება. დავით რაზმაძის თქმით, საკრებულოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურება.
გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების საწვავის...
სოფელ არაშენდის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის სახელზე სპეციალურ წერილს ამზადებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ადგილობრივები ხელისუფლებას ალტერნატიული ტერიტორიის მოძიებისკენ მოუწოდებენ.
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალურ პარკში ჩასასვლელი კიბის გასწვრივ პანდუსი ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გარე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება და მოეწყობა მოაჯირები. პროექტისთვის 27 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკვირაო სკოლა მოეწყობა. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ განაცხადა, რომელმაც თბილისის საკრებულოს დარბაზში, ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
თამაზ დარჩიძის თქმით, პროექტები სამი მიმართულებით განხორციელდება, მათ შორისაა მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობა, ასევე, ჩატარდება საჯარო ლექციები ეკოლოგიისა და მცენარეთა მრავლფეროვნების შესახებ.
გარდა ამისა, ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილია სასწავლო-შემეცნებითი ტურების ორგანიზება.
საგანმანათლებლო პროექტები 2018 წლის მაისიდან, თბილისის...
ბოლო 5 წლის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორი 3 -ჯერ შეიცვალა. ერთი წლის განმავლობაში კი ეს თანამდებობა ვაკანტური იყო და გუბერნატორის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე ასრულებდა. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად, პერიოდულად იცვლებოდა სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაც და შესაბამისად, მათი ხელფასებისთვის გაწერილი თანხაც. ამის შესახებ "რადიო მოზაიკა" წერს.
2012 წლიდან -2014 წლებში გუბერნატორის ადმინისტრაციაში 47 ადამიანი მუშაობდა, თუმცა მათი ხელფასებისთვის განსაზღვრული...
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროექტი "ახალგაზრდა მეწარმე" წარადგინეს.
პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის დაფინანსებით შემუშავდა. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს. პროექტში მონაწილეობის მიღება 18-35 წლამდე კაცებს და 18-40 წლამდე ქალებს შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში, პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს პროექტის ღირებულების 40%-ს დაუფინანსებს, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარისა.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ...
ზუგდიდის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად უკვე არსებული რესურსის გაუმჯობესება იგეგმება. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის ცნობით, მათი მთავარი „სამიზნე“ ბოტანიკური ბაღია, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, განახლებული ბაღი ვიზიტორებს შესთავაზებს საინტერესო სერვისს.
მერიაში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტული ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპულარიზებაა: "ამ კუთხით უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცაიშის მიმართულებით. ცაიში ბალნეოლოგიური კურორტია, რაც ტურისტულად ძალიან მნიშვნელოვანია. რუხის ციხესთან დაკავშირებითაც...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“ მიმდინარე წელს 4 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 400 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს კერძო და საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს, რომელთა განხორციელებას გორის მერია ფინანსური მონაწილეობით უწყობს ხელს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტები ორიენტირებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესებზე, აქტუალური თემების წამოწევასა და პროექტების დაგეგმვა-პრეზენტაციაზე,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
როგორც სამსახურის უფროსი ნინო ნინოშვილი ამბობს, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში ტურიზმი განვითარდეს, ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„მოვიწვიეთ გერმანელი ექსპერტი, რომელიც ხუთ მაისს ჩამოვა. ის ჩვენთან, ჯერჯერობით, სამი კვირის განმავლობაში ითანამშრომლებს. შევეცდებით შევისწავლოთ ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებობს. დიდი ყურადღება მიექცევა ქალაქს იმიტომ,...
წინა სტატია
სტატიის გრგძელება
უნდა იყოს თუ არა ზუგდიდში პანთეონი, ამ საკითხზე მსჯელობა ზუგდიდის საკრებულოში გაგრძელდება. ოპოზიცია პანთეონის წინააღმდეგია, ერთიანი პოზიცია არც უმრავლესობას აქვს. „ლაივპრესმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოსახლეობა გამოკითხა, რომელთა აზრიც ორად გაიყო.
ზუგდიდის საკრებულოში 10 აპრილს გამართულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ის საკომისიო განხილვაზე დააბრუნეს. საუბარი შეეხება ჭითაწყარის სასაფლაოზე, 2 ათასი კვ.მ ტერიტორიისთვის პანთეონის სტატუსის მინიჭებას.
https://www.youtube.com/watch?v=zAa6P4PA--k&feature=youtu.be
ფოთის თეატრის შენობის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად, ფოთის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ფოთის მერიის ცნობით, შენობის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა თანხაა საჭირო შენობის სრული რეკონსტრუქციისთვის.
მიმდინარე წლის თებერვალში, ფოთის თეატრის ფოიეში, ჭერიდან ფრაგმენტი ჩამოვარდა, რის შემდეგაც თეატრი დაიხურა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოს წევრებს უკვე გადაუგზავნა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი პირი სხვადასხვა სახის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. პროექტის განხილვა საკრებულოს 13 აპრილის სხდომაზე იგეგმება. ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" წერს.
დოკუმენტის მიხედვით, დირექტორი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
მოთხოვნები კი ასე გამოიყურება:
განათლება და გამოცდილება: აკადემიური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































