ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზისთვის თანხა მერიამ გამოყო

870

ფოთის თეატრის შენობის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად, ფოთის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ფოთის მერიის ცნობით, შენობის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა თანხაა საჭირო შენობის სრული რეკონსტრუქციისთვის.

მიმდინარე წლის თებერვალში, ფოთის თეატრის ფოიეში, ჭერიდან ფრაგმენტი ჩამოვარდა, რის შემდეგაც თეატრი დაიხურა.